„ევროპროდუქტის“ დაგროვებითი ბარათი

„ევროპროდუქტის დაგროვებითი ბარათი (შემდგომში ბარათი) არის შპს „ევროპროდუქტის“ მიერ მომხმარებლისათვის შექმნილი მარკეტინგული პროდუქტი. ბარათის მფლობელის მიერ „ევროპროდუქტის“ მარკეტების ქსელში გაკეთებული შენაძენები დადგენილი წესით აღირიცხება ბარათის მეშვეობით და ყოველ შენაძენზე გროვდება შესაბამისი ქულები.

ბარათის მფლობელს უფლება აქვს აირჩიოს ბარათზე დაგროვილი ქულების ექვივალენტი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი შეუზღუდავად. 

 

  „ევროპროდუქტის“ დაგროვებითი ბარათის სტატუსი 


„ევროპროდუქტის დაგროვებითი ბარათი“ შედგება 1 (ერთი) ცალი პლასტიკური ბარათისგან, რომელსაც აქვს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. 

ბარათი წარმოადგენს შპს „ევროპროდუქტის“ საკუთრებას.

ბარათი არ წარმოადგენს ანგარიშსწორების საშუალებას, მათი მეშვეობით გროვდება ქულები და შპს „ევროპროდუქტი“-ს სავაჭრო ქსელში ინახავს ინფორმაციას ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ შენაძენებზე. 


ბარათის გაცემის წესი

2.1. ბარათის გაცემა ხდება შპს „ევროპროდუქტის“ სავაჭრო ქსელში შემავალ სუპერმარკეტებში. 

2.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. 

2.3 ბარათის მიღებისას, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ძალაში მყოფი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა). რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი. დოკუმენტი გაცემულ უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოს მიერ. 

2.4 ბარათის აღება ხდება შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

2.5 ბარათის მოთხოვნის შემდეგ დაინტერესებული პირი დაგროვებითი ბარათის მოთხოვნის განაცხადზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს 2.3 პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების შპს ,,ევროპროდუქტის“ ბაზაში განთავსების თაობაზე, დაგროვებითი ბარათის აღების და გამოყენების მიზინით. ამასთან თანხმობას აცხადებს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონი, ელ-ფოსტა). პირს ასევე შეუძლია მოითხოვოს შეტყობინების მიღების შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

2.6 მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს „ევროპროდუქტი“ ბარათს გაააქტიურებს მოთხოვნიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 


ბარათის მუშაობის პრინციპი 


ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით გარდა იმ შემთხვევისა თუ ქსელში 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც არ იქნება გატარებული, ასეთ შემთხვევაში ბარათზე  დარიცხული ქულები უქმდება. 

ბარათი ტარდება მხოლოდ „ევროპროდუქტის“ სავაჭრო ქსელში შემავალ მარკეტებში.

ბარათზე ქულები გროვდება ჯამური დანახარჯიდან გამომდინარე არსებული შესაბამისი პროცენტულობით (1, 3 და 5%) მხოლოდ იმ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში რომელსაც ფასმაჩვენებელზე, ლოგოს თავზე აწერია სიტყვა „იმპორტიორი“. ასევე აპლიკაციის მეშვეობით არჩეულ 10 სასურველ პროდუქტზე თანხის 10%-ის ბარათზე დაგროვებით. 

ბარათზე ქულების დასარიცხად, სალაროში თანხის გადახდის დროს სავალდებულოა ბარათის ან აპლიკაციის (სადაც ბარათი უნდა იყოს აუცილებლად მიმაგრებული) წარმოდგენა. 

დაგროვილი ქულები ბარათზე აისახება ტერმინალში გატარების მეორე დღეს.

სასურველი 10 პროდუქტი, რომელზეც 1 თვის განმავლობაში ისარგებლებს მომხმარებელი, უნდა აირჩეს კომპანიის მიერ  შერჩეული 100 პროდუქტიდან, რომელიც ყოველ თვიურად შეიცვლება ან დარჩება იგივე. 

ფასდაკლებულ პროდუქტზე, დაგროვების სისტემა არ მოქმედებს. 



ქულების განაღდების წესი.


დაგროვილი ქულების განაღდება შეიძლება შპს „ევროპროდუქტის“ სავაჭრო ქსელში, 

შპს „ევროპროდუქტის“ მიერ დადგენილი წესის შესაბამისად 1 ქულა შეესაბამება 1 ლარს. (მაგალითად თუ მომხმარებელს ბარათზე დაგროვილი აქვს 5 ქულა, მას შეუძლია 5 ლარის პროდუქცია გაიტანოს ან ფასდაკლებად გამოიყენოს. 

ბარათის რეგისტრირებულ მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს  გამოიყენოს ბარათზე არსებული ქულები. აუცილებელი პირობაა ბარათი იმ დღეს არ იყოს გატარებული. 

დაუშვებელია ქულის გადაცვლა ფულზე.

ქულების პროდუქტის ღირებულებაში გადაცვლისთვის, აუცილებელია ბარათის მფლობელმა წარადგინოს ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელი მოაწეროს განაღდების აქტს ან სხვა თანაბარი ძალის მქონე სპეციალურ დოკუმენტს.

ქულების განაღდებისას ბარათზე ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა. 



ბარათის დაბლოკვა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა, ბარათის გადაფორმება

5.1 შპს ,,ევროპროდუქტი“- უფლებამოსილია დაბლოკოს ბარათები არასანქცირებული გამოყენების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ბარათზე დაგროვილი ქულების ანულირდება. 

5.2 დაკარგული ან დაზიანებული ძირითადი ბარათის აღდგენა დასაშვებია. ბარათის აღდგენის ან დაზიანებული ბარათის შეცვლის საფასურია 1 ლარი. ასეთ შემთხვევაში დაკარგული ან დაზიანებული ბარათი იბლოკება. 

5.3 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის რეგისტრირებულმა მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს ,,ევროპროდუქტის“ ქსელში შემავალ „ევროპროდუქტის“  მარკეტში. 

5.4 შპს ,,ევროპროდუქტის“-ს სუპერმარკეტებში შევსებული განაცხდის საფუძველზე დაზიანებული ან დაკარგული ბარათის აღდგენა მოხდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაგროვილი ქულების აღდგენილ ბარათზე გადმორიცხვა მოხდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5.7 ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი. სხვადასხვა ბარათის ქულების გაერთიანება დაუშვებელია

5.8 ქულების გადარიცხვა დაუშვებელია.



6. სხვა პირობები 

6.1ბარათზე ქულები არ დაირიცხება შეძენილ პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას. 

6.2ბარათზე დარიცხული ქულები მეორე დღესვე არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 6.3 ამ წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს ევროპროდუქტის”-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების მფლობელებისთვის. 

6.4 შპს „ევროპროდუქტი“ უფლებას იტოვებს მისი შეხედულებისამებრ გააუქმოს დაგროვებითი ბარათის პროექტი და შეწყვიტოს ქულების დარიცხვა. გაუქმებამდე ბარათზე არსებული ქულების განაღდება შესაძლებელია დადგენილი წესით.

 6.5 ბარათის მფლობელს ბარათებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლია დაუკავშირდეს შპს „ევროპროდუქტის“  მარკეტინგის სამსახურს მისამართი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. 2 ; ტელ : 2652545 ელ. ფოსტა: info@europroduct.ge